17:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-03 15:57:23, 383 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ ისრაელისთვის იარაღის მიწოდების ნაწილობრივ შეზღუდვაზე გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას -  ნაწილობრივ შეზღუდოს ისრაელისთვის იარაღის მიწოდება სამარცხვინოს უწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, “ბრიტანეთის მცდარი გადაწყვეტილება “ჰამასს“ მხოლოდ გაათამამებს.

“ბრიტანული იარაღით ან მის გარეშე ისრაელი გაიმარჯვებს ამ ომში და უზრუნველყოფს საერთო მომავალს“,- წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ X-ზე.

მანამდე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის ნებართვების ნაწილი შეჩერდებოდა.

ბრიტანეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საექსპორტო ლიცენზიების შემოწმების შემდეგ მიიღო, რომელმაც გამოავლინა საფრთხე იმისა, რომ იარაღი, შესაძლოა, საერთაშორისო ნორმების დარღვევით გამოიყენონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics