21:33 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 18:51:05, 416 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს ეწვივნენ

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თბილისში გამართული სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთი მოინახულეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებს, მაგისტრალის ქართულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეფასებით,  ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდება აზიისა და ევროპის კონტინენტების ერთმანეთთან დაკავშირება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას, ხელს შეუწყობს ტვირთების მოზიდვას და აბრეშუმის გზის პროექტის რეალიზაციას.

„ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის პროექტია. ჩვენ სამი ქვეყანა ძალიან დიდ რესურს ვხარჯავთ იმისათვის, რომ ამ პროექტმა შეძლოს ახალი სინერგიის მოტანა რეგიონთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. მხოლოდ საქართველოს მონაკვეთზე 700 მილიონზე მეტი დაიხარჯა და როდესაც დამთავრდება ეს პროექტი მას 1400 კაცზე მეტი ადამიანი მოემსახურება, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს ნამდვილად იქნება ისტორიული მნიშვნელობის გზა და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ პირველ გადაზიდულ ტვირთს ამ მონაკვეთებზე"-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

„საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი წარმოადგენენ ამ პროექტის ცენტრს. ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც დიდი ბრიტანეთისთვის და ჩინეთისთვის, ასევე ევროპისა და აზიისთვის, რადგან ხდება აბრეშუმის გზის აღდგენა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ლონდონისა და პეკინის ერთმანეთთან დაკავშირება" - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. 

„ჩვენი აქ სტუმრობა კარგი ინიციატივაა, ჩემი თვალით ვხედავ, რომ ვასრულებთ იმ დიდი გზის მშენებლობას, რომლის განხორციელების იდეაც 7 წლის წინ გაჩნდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გამოვიყენებთ გზას, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით, რომელიც იქნება წარმატებული მთლიანად რეგიონისთვის" - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელმარ მამედიაროვმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics