17:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-03 14:15:38, 368 ნახვა

მსოფლიო
მედია - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პატიმრების ციხიდან გაქცევის მცდელობისას დაიღუპა 129 ადამიანი - არიან დაშავებულები

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პატიმრების ციხიდან გაქცევის მცდელობისას დაიღუპა 129 ადამიანი, დაშავდა 59 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, მსჯავრდებულებმა გაქცევა დედაქალაქ კინშასაში მდებარე ცენტრალური ციხიდან სცადეს.

"მაკალას ცენტრალური ციხიდან მასობრივი გაქცევის მცდელობას შედეგად მოჰყვა მსხვერპლი და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა მინისტრის, შაბანი ლუკოოს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატიმროს ადმინისტრაციულ შენობაში, სურსათის საწყობებსა და საავადმყოფოში ცეცხლი გაჩნდა.

ვერცერთმა პატიმარმა გაქცევა ვერ შეძლო, ხოლო ვინც გაქცევა სცადა, მოკლულია.

ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics