|
2016-02-19 18:39:26, 409 ნახვა
პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: მთავრობის ადმინისტრაციაში დამიდასტურეს, რომ ულტიმატუმი წაყენებულია ხიდაშელის მხრიდან
„გარკვეული ულტიმატუმი წაყენებულია თინა ხიდაშელის მხრიდან ან ჩვენ, ან სანდრო ბრეგაძეო“, - ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრს მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ულტიმატუმი წაუყენა. „მთავრობის ადმინისტრაციაში ჩემს წყაროებთან გადავამოწმე და დამიდასტურეს, რომ არის გარკვეული ულტიმატუმი წაყენებული ხიდაშელის მხრიდან: ან ჩვენ, ან სანდრო ბრეგაძეო. ჩემთვის არანაირი სკამი, არანაირი თანამდებობა არ არის იმაზე მაღლა, ვიდრე ჩემი მორალურ-ზნეობრივი პრინციპი, რომელიც მკარნახობს, რომ სამარცხვინო და ამაზრზენია კოალიციაში იმ ხალხთან ერთად ყოფნა, რომლებიც იმის მაგივრად, თავის ჩადენილ დანაშაულებს ინანიებდნენ, ცდილობენ დანაშაული კიდევ უფრო განავრცონ. თავის დროზე წინააღმდეგი ვიყავი მათთან ერთად კოალიციაში ყოფნისა, მაგრამ მაშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის" ფაქტორი. ბევრმა ჩემმა კოლეგამ ამიხსნა, რომ „რესპუბლიკელები" ამ ბრძოლაში გარკვეულწილად საჭიროები იყვნენ, მაგრამ მე არ ვფიქრობდი ასე. ისინი აპირებენ მომავალ პარლამენტში ხელისუფლების უზურპაციას. სანდრო ბრეგაძე კი არა, უნდა გადააყენონ თინა ხიდაშელი და საგარეჯოს არჩევნების გამო პასუხისგებაში მისცენ", - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)