|
2024-08-30 17:44:07, 384 ნახვა
საზოგადოება
დევიძე - საჯარო რეესტრი მხოლოდ წერილობით აცნობებს ორგანიზაციებს მონიტორინგის პროცესის დაწყების შესახებ და არ მიაკითხავს მათ ოფისში
საჯარო რეესტრი მხოლოდ წერილობით აცნობებს ორგანიზაციებს მონიტორინგის პროცესის დაწყების შესახებ და არ მიაკითხავს მათ ოფისში. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ მედიასთან საუბრისას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო განხილვაზე განაცხადა. დავით დევიძის განცხადებას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს “ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “მონიტორინგი გულისხმობს რომ განისაზღვროს ის სუბიექტები რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმს, რომ 20% ზე მეტი შემოსავალი არის მათთვის უცხოელი ძალის მიერ ჩარიცხული. ამ ორგანიზაციებს ევალებათ პირველ რიგში დეკლარირების ვალდებულება და მხოლოდ ამის შემდეგ დგინდება/დგება მონიტორინგის წესი. მონიტორინგი გულისხმობს რომ უნდა გაირკვეს სწორედ ამ კანონიდან გამომდინარე არიან თუ არა ისეთი ორგანიზაციები რომლებმაც თავი აარიდეს კანონით დადგენილი წესების შესრულებას და არ რეგისტრირდებიან შესაბამ რეესტრში. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობობს წესი როგორ უნდა მოხდეს. ანუ როდესაც მაგალითად თვითდეკლარირებას ეწევიან ორგანიზაციები. მაგალითად არის მედიაორგანიზაციები, რომლებსაც ასევე აქვთ თავიანთ ვებგვერდზე გამოქვეყნებული რომ ისინი არ დარეგისტრირდებიან შესაბამის რეესტრში, ბუნებრივია ესეც არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული წყარო, ინფორმაცია რომლის მიხედვითაც შეიძლება საჯარო რეესტრის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა იხელმძღვანელოს და ამითაც მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. ისმებოდა საკითხი, რომ საჯარო რეესტრი შევა თუ არა მათ ოფისებში და ეს არ მოხდება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვა, პირველ რიგში მას მივაწვდით ინფორმაციას რომ დაიწყო მონიტორინგის პროცესი. შემდეგ მათ ექნებათ ვალდებულება რომ წარმოუდგინონ საჯარო რეესტრს ინფორმაცია, შეავსონ საფინანსო დეკლარაცია, შემდეგ შეგვიძლია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან გამოვითხოვოთ წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შევაგროვებთ შესაბამის ინფორმაციას. მაგალითად ბანკები, საიდანაც შეიძლება გავიგოთ საფინანსო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, წყაროები და ა.შ",- აღნიშნა დავით დევიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)