|
2024-08-27 15:19:39, 413 ნახვა
მსოფლიო
არაბთა გაერთიანებული საამიეროები - მოვითხოვთ, პაველ დუროვს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, საჭირო საკონსულო მომსახურებაზე წვდომა ჰქონდეს
არაბთა გაერთიანებული საამიროები საფრანგეთისგან მოითხოვს, რომ Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვთან წვდომა ჰქონდეს. ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყების წარმომადგენელმა, აფრა ალ-ჰამელიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აბუ-დაბი ყურადღებით აკვირდება დუროვის საქმეს და აპირებს, სასწრაფო წესითყველა საჭირო საკონსულო მომსახურება გაუწიოს. “არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეების კეთილდღეობა, მათი ინტერესების დაცვა და მხარდაჭერის ყველა ასპექტის უზრუნველყოფა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავარი პრიორიტეტია“,- აცხადებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. როგორც პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)