|
2024-08-27 13:36:07, 373 ნახვა
მსოფლიო
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი - უკრაინელი სამხედროები ბელგოროდის ოლქში შეჭრას ცდილობენ
უკრაინელი სამხედროები ბელგოროდის ოლქში შეჭრას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-ზე ავრცელებს. როგორც გუბერნატორი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, “ვითარება საზღვარზე რთული, მაგრამ კონტროლირებადია“. ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, რუსი სამხედროები გეგმურ სამუშაოებს ატარებენ. გლადკოვმა მოსახლეობას მოუწოდა, ენდონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე. მან ასევე აღინიშნა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში უკრაინამ რეგიონზე 20-ზე მეტი დრონით განახორციელა თავდასხმა. ამასთან, რუსული “ტელეგრამ არხების“ ინფორმაციით, უკრაინული ძალები ცდილობენ, გაარღვიონ რუსეთის საზღვარი და შეიჭრან ბელგოროდის სამხრეთ რაიონებში. ბლოგერების ინფორმაციით, დაახლოებით 500 უკრაინელი ჯარისკაცი უტევს ორ საკონტროლო გამშვებ პუნქტს ნეხოტეევკასა და შებეკინოში და ორივე ადგილას ბრძოლები მიმდინარეობს. ბელგოროდის ოლქი ესაზღვრება კურსკის რეგიონს, სადაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა 6 აგვისტოს განხორციელებული სწრაფი შეჭრის შემდეგ რუსეთის ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)