|
2024-08-27 12:46:59, 421 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ლიეტუვა-ბელარუსის საზღვართან ჩავიდნენ
ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ლიეტუვა-ბელარუსის საზღვართან ჩავიდნენ და საზღვრის განმტკიცების გზები განიხილეს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს. როგორც ლანდსბერგისი წერს, მინისტრების ვიზიტი 2 ქვეყნის დიპლომატიური უწყების ყოველწლიური სემინარის ფარგლებში შედგა. "ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ საფრთხეებს, რომელსაც ბელარუსი და რუსეთი ქმნიან მათი მეზობლებისა და მთლიანად ევროპისთვის",- წერს ლანდსბერგისი. ცოტა ხნის წინ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლის ევროკავშირში მოხვედრის მსურველ არალეგალ მიგრანტებს და მიანიშნა, რომ ეს ბალტიის ქვეყნების მიერ ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდაა. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ ბელარუსის სარეგისტრაციო ნომრების მქონე მსუბუქ ავტომობილებს მათ სახელმწიფოებში შესვლა აუკრძალა. ლიეტუვაში ასევე საუბრობენ ლიეტუვასა და ბელარუსს შორის საავტობუსო მიმოსვლის შემცირებაზეც, ასევე - ბელარუსთან და რუსეთთან საბაჟო თანამშრომლობის შეთანხმების გაუქმებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)