|
2024-08-27 10:42:23, 373 ნახვა
მსოფლიო
მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე კანდიდატის დანიშვნაზე უარი განაცხადა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე "ახალი სახალხო ფრონტის" ალიანსის კანდიდატის, ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა. ამის შესახებ ფრანგული მედია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთს ინსტიტუციური სტაბილურობა სჭირდება, მაგრამ მემარცხენეებს არ შეუძლიათ პარლამენტისგან ნდობის გამოცხადების მიღება. "ჩემი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა არ იყოს ბლოკირებული ან შესუსტებული", - განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა აგრეთვე მემარცხენე ალიანსში შემავალ პარტიებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, მემარცხენე ალიანსმა, "ახალმა სახალხო ფრონტმა", რომელმაც ივლისში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლებისკენ და მაკრონის იმპიჩმენტისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)