03:55 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 14:23:27, 665 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნეს კაფეს რიგით მესამე შეხვედრა

საკონსულტაციო კომპანია ინსორსი, “პაშა ბანკის” ექსკლუზიური მხარდაჭერით, აგრძელებს "ბიზნეს კაფეს" შეხვედრებს.

17 თებერვალს, სასტუმრო "რუმსში", რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. საქართველოში მოღვაწე ბიზნეს კომპანიების უმაღლესი რგოლის მენეჯერებმა სპეციალურად მოწვეულ კონსულტანტ ანდრო დგებუაძეს მოუსმინეს. შეხვედის თემა იყო „მენეჯმენტი 3.0 ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები.“

ბიზნეს კაფეს პირველი შეხვედრა 2015 წლის ოქტომბერში შედგა და მისი თემა ადამიანური რესურსების მართვას ეხებოდა, მოდერატორად კი დავით გოგიჩაიშვილი იყო მოწვეული; ხოლო მეორე შეხვედრას უძღვებოდა ალექსანდრე ჯეჯელავა  თემით „ორგანიზაციული კულტურა“.

პროექტის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, რადგან ბიზნეს კაფემ საშუალება მისცა, საქართველოში მოღვაწე კომპანიების მმართველებს თავიანთი ხედვა და გამოცდილება გაუზიარონ  ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში. 2016  წელს ინსორსი პაშა ბანკის მხარდაჭერით  6 შეხვედრას ჩაატარებს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics