20:37 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-24 14:21:14, 414 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში აფეთქება მოხდა - დაღუპულია 2 და დაშავებულია 16 ადამიანი

პაკისტანში აფეთქებას ორი ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულია 16 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს, 

მედიის ცნობით, აფეთქება პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პოლიციის შენობასთან მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 პოლიციელია. დაღუპულია ორი ბავშვი, რომლებიც აფეთქების დროს პოლიციის შენობასთან გადაადგილდებოდნენ.

პოლიციის თანამშრომლების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობასთან მდგარ მოტოციკლეტზე იყო მიმაგრებული.

“შემთხვევას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics