06:54 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-24 13:23:54, 418 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბავშვები ქობულეთში დაისვენებენ

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის თავშესაფარში მცხოვრები 24 ბავშვი, მშობლებთან ერთად, ქობულეთში, ზღვისპირა სასტუმროში დაისვენებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ბავშვებს ზღვაზე დასასვენებლად საჭირო აქსესუარები გადასცეს.

“ძეგვის თავშესაფრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა, პროკურატურის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, წლებია ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებთათვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება იმართება, რაც მომავალშიც გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics