|
2024-08-24 09:56:53, 470 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ ინფორმაცია სატელეფონო საუბრისას მიაწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა და სატელეფონო საუბარში ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ბაიდენის თქმით, ამერიკის მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ დამატებით ინფორმაციას კვირის განმავლობაში გაავრცელებს. “პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, დრონის აღჭურვილობა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე ფრონტის ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალა და მობილური სარაკეტო სისტემები“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)