|
2024-08-23 13:19:54, 315 ნახვა
საზოგადოება
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო ინიციატივის - Wilder Park-ის წევრად განიხილება
Wilder Park არის ახალი ინიციატივა, რომელიც ევროპის დაცული ტერიტორიების უმსხვილესი ქსელის - ევროპარკების ფედერაციის და საერთაშორისო ორგანიზაცია Rewilding Europe პარტნიორობის საფუძველზე შეიქმნა - Wilder Park ორიენტირებულია ევროპარკების ქსელში გაერთიანებული დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაზე, ველური ბუნების აღდგენა, დაცვასა და განვითარებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, Wilder Park-ში გაწევრიანებულ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა, სთავაზობს ბუნების კონსერვაციის პროგრესულ მიდგომას, რომლის მიხედვით ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ლანდშაფტების დაცვაში მთავარ როლს ბუნებრივი პროცესები თამაშობენ. “ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს ორგანიზაცია Rewilding Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრენს შეპერსი, ევროპარკების ფედერაციის წარმომადგენელი ბარბარა პაისი და ესპანეთში დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალის მართვის ექსპერტი ჯორდი პალაუ ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდთან და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილთან გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან მოხდა ექსპერტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ. შეხვედრის შემდეგ განხორციელდა ვიზიტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ექსპერტები ადგილზე გაეცნენ და შეაფასეს Wilder Park-ის ინიციატივაში გაერთიანების პოტენციალი. აღსანიშნავია, რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამორჩეულია უნიკალური ნახევრადუდაბნო ლანდშაფტებით და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, რომელიც რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკონსერვაციო არეალს წარმოადგენს, რომლის შედეგად, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, 2015 წლიდან, საქართველოში, ევროპული დიპლომის მფლობელი ერთადერთი დაცული ტერიტორიაა. 2013 წლიდან, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე წარმატებით მიმდინარეობს ქურციკების რეინტროდუქციის პროექტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)