|
2024-08-23 10:50:27, 385 ნახვა
მსოფლიო
ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავიდა, სადაც მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივების გაზიარებას გეგმავს
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც გამგზავრებამდე მოდიმ განაცხადა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივების გაზიარებას გეგმავს. ინდური მედიის ცნობით, ნარენდრა მოდი უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ჩავიდა. “ეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია უკრაინაში ორ ქვეყანას შორის 1991 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ. ინდოეთის პრემიერი უკრაინაში პოლონეთიდან ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა. უკრაინაში ნარენდრა მოდის ვიზიტი მას შემდეგ იმართება, რაც ის 8-9 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა, რასაც აშშ-ის მთავრობისა და უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა მოჰყვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)