|
2016-02-19 09:44:11, 361 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობას პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შესწორებები შეაქვს
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მცირე მეწარმეების ინტერესების გათვალისწინებით, საწარმოების დაფინანსების ზღვარი დაბლა დაიწევს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. “დღეს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესწორებები შემოგვაქვს. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარს დაბლა ვწევთ. ეს იქნება 150 ათასი ლარი - 75 ათასი დოლარის ექვივალენტი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ცვლილება სასტუმროებსაც შეეხება და დაფინანსება უცხოურ ვალუტაშიც მოხდება. „ასევე სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, ვინაიდან საბანკო სექტორმა გამოთქვა ეს მოსაზრებები, იმისთვის, რომ ამ პროგრამაში აქტივობა გავზარდოთ. საჭირო იქნება, უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, ვინაიდან უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც ასე იქნება უკეთესი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)