09:24 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-15 22:05:07, 582 ნახვა

საზოგადოება
პრიზი 50 000 ლარი გადაეცემა ოლიმპიური ნაკრების ყველა წევრს, ვინც მედალი ვერ მოიპოვა

პრიზი 50 000 ლარით გადაეცემა გუნდის აბსოლუტურად ყველა წევრს, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე მედლები არ მოიპოვა, მაგრამ საერთო წარმატებაში წვლილი შეიტანა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, სადაც ქართველი ოლიმპიელები იმყოფებიან. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო და სხვა პერსონალიც.

„შეტანილი წვლილისთვის, გუნდის აბსოლუტურად ყველა წევრს, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე მედალი არ მოიპოვა, მაგრამ საერთო წარმატებაში წვლილი შეიტანა, დაჯილდოვდება პრემიით 50 000 ლარით. გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ასევე მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი და სხვა პერსონალი, რომლებიც ჩვენს გუნდში იყვნენ წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ოლიმპიადის ყველა გამარჯვებული დასახელდება უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებისთვის.

საყურადღებოა, რომ ოქროს მედალზე არის დაწესებული მილიონ ლარიანი პრემია  ოლიმპიელებისთვის, ნახევარი მილიონი არის ვერცხლის შემთხვევაში, 250 000 ლარი არის დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
პაშინიანი - საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია
ალიევი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის
საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics