|
2024-08-14 13:17:11, 843 ნახვა
რეგიონი
აჭარაში უცხოელი ინფლუენსერების მოგზაურობა გრძელდება
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ამჯერად, რეგიონში ცნობილი აზერბაიჯანელი ინფლუენსერები იმყოფებიან. ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც რეგიონის ეკოტურისტულ პროდუქტებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნენ. “აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მედიატურის მონაწილეები ასიათასობით გამომწერს უზიარებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს 25-მდე მედიატურის ფარგლებში უკვე უმასპინძლა 100-მდე ჟურნალისტსა და ინფლუენსერს. შედეგად, აჭარის მრავალფეროვან საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტების რეკლამირება 15-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში განხორციელდა. მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი, დანია, იტალია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. რეგიონის პოპულარიზაციას უცხოელი ჟურნალისტების მეშვეობით უწყება წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)