|
2024-08-12 14:54:20, 307 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე შაორის ბანაკის მონაწილეებს საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შაორის ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებული მითების და რეალობის შესახებ, ასევე საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მსოფლიო პრაქტიკაზე. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებსაც ცესკო ახალგაზრდებთან მიმართებაში ახორციელებს. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყველა საკითხს ამომწურავად უპასუხა. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკაში გამოსცადეს როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. საარჩევნო აპარატურა ბანაკის მონაწილეებს პირადად ცესკოს თავმჯდომარემ და ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააცნო. ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება. 2024 წელს ანაკლიის ბანაკი 13 ნაკადად განხორციელდება და 3120 ახალგაზრდას, შაორის ბანაკი კი რვა ნაკადად 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად როგორც შაორის, ისე ანაკლიის ბანაკების სხვადასხვა ნაკადის წარმომადგენლებთან მართავენ",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)