|
2016-02-18 17:27:48, 402 ნახვა
პოლიტიკა
ბაია გადაბაძე: ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შეშვებას არ ვაპირებ
"უპრეცედენტო შემთხვევა" - ასე აფასებს ტელეკომაპანია "მაესტროს" მოქმედი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პირველმა ინსტანციამ კრების ოქმი, ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არ გააუქმა და დოკუმენტი განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადააგზავნა. როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაბაძე აცხადებს, სასამართლოს სურს საქმე, რომელიც თვეების განმავლობაში იხილებოდა, 24 საათში დაასრულოს და ხვალ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას გაჩეჩილაძეების სასარგებლოდ გამოიტანს აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროში" კრედიტორთა საბჭოზე დირექტორის სტატუსით გამოცხადდება. მიუხედავად ამისა, გადაბაძე აცხადებს, რომ ის ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შეშვებას არ აპირებს, რადგან კანონით ეს სხვისი საკუთრებაა. შეგახსენებთ, ხვალ "მაესტროში" კრედიტორთა საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს, რომელზეც ტელეკომპანიის ფუნქციონირების საკითხები გადაწყდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)