|
2024-08-12 11:51:40, 328 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ ოლიმპიურ ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცა - „მეამაყება, რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში და საქართველო ჩემი სამშობლოა“
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარიზის ოლიმპიადის მონაწილე ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ ოქროს მედლების მფლობელებს მადლობა გადაუხადა მთელი ქვეყნის გახარებისთვის. "ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური - ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვეს და საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს. გულწრფელად მინდა მივულოცო მათ ეს დიდი წარმატება, რადგან მთელი საქართველო გაახარეს. საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 215 კილოგრამი აიტაცა, 255 კილოგრამი აკრა და ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორია დაწერა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა - იგი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქართველი მოჭიდავე, რომელმაც შეძლო ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მოპოვება. თბილისის მერმა ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლა და ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება მიულოცა სპორტსმენებს - ტატო გრიგალაშვილს, ილია სულამანიძეს, გივი მაჭარაშვილსა და ლაშა გურულს. "წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა. სამი ოქროს გარდა, ვერცხლის მედლებს თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი, ძიუდოში - ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი მოკრივე ლაშა გურულის ანგარიშზეა. თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი - ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს მიიღებს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის მეთაურს. ეს წამახალისებელია ქართველი სპორტსმენებისთვის, რაც ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს. ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართულ ჟინს ვერაფერი დაამარცხებს და მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი. ამ პატარა ქვეყანას ამდენი წარმატებული ადამიანი და სპორტსმენი ჰყავს. მანამდე ჩვენმა ფეხბურთელებმა გაგვახარეს, ისტორია დაწერეს. მეამაყება, რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში და საქართველო ჩემი სამშობლოა. ვულოცავ კიდევ ერთხელ ყველა სპორტსმენს, მადლობას ვუხდი ჩვენი გახარებისთვის და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა თბილისის მერმა. ამასთან, კალაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს, სამწვრთნელო და სამედიცინო გუნდს გადაუხადა.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)