|
2024-08-12 11:41:18, 290 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გლდანში, სამგორსა და ისანში სამი მასშტაბური პროექტი დაიწყო
გლდანის რაიონში N50, სამგორში N28 საბავშვო ბაღების მშენებლობა, ისანში კი N37 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერია 2017 წლიდან საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურას აქტიურად აწესრიგებს და ევროპულ სტანდარტებს ამკვიდრებს. „გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში N50 ბაღის შენობა რამდენჯერმე იყო მანამდე გამაგრებული. ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, განხორციელდა მისი დემონტაჟი. ბაღს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია და ის იჯარით, ალტერნატიულ ფართში არის განთავსებული. მომავალი წლის ბოლოსკენ კი ზაჰესის მცხოვრებლებს უკვე თანამედროვე ბაღში შეეძლებათ პატარების მიყვანა. იგივე შეიძლება ითქვას სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მრავალჯგუფიან, N28 საბავშვო ბაღზე. მისი დემონტაჟიც ავარიულობის გამო განხორციელდა და რამდენიმე დღის წინ უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, რეკონსტრუქციის სამუშაოები ისნის რაიონში მდებარე N37 საბავშვო ბაღშიც დაიწყო. „დავიწყეთ ისნის რაიონში მდებარე N37 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი. ბაღის შენობის ერთ ფლიგელს დაემატება სართული და შესაბამისად, გაიზრდება ჯგუფების რაოდენობა. ბაღი აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რასაც აქამდე სრულად ვერ აკმაყოფილებდა. პროექტის დასრულება მომავალი წლის ბოლომდე იგეგმება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, ავარიული საბავშვო ბაღების შენობების დემონტაჟთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები სიმართლეს არ შეესაბამება. „გვახსოვს სპეკულაციები პოლიტიკური პარტიების მხრიდან, თითქოს, ამა თუ იმ ბაღის ადგილას კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო, რასაც დღეს დაესვა წერტილი. საზოგადოება დარწმუნდა, რა დამოკიდებულება აქვს დედაქალაქის მთავრობას საბავშვო ბაღების მიმართ. მიზანი გვაქვს ერთი - მთელი ქალაქის მასშტაბით საბავშვო ბაღები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - განაცხადა კალაძემ.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)