|
2016-02-18 17:04:27, 410 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური ანკარაში მომხდარ ტერაქტზე: ვიმედოვნებ, საერთაშორისო საზოგადოება ტერორიზმს აქტიურად შეებრძოლება
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო სამძიმრის წერილები გაუგზავნა თურქ კოლეგებს, თურქეთის რესპუბლიკის ფინანსთა, საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრებს. „ამ მძიმე წუთებში, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს ვუცხადებ, მეგობარ თურქ ხალხსა და პარტნიორ სახელმწიფოს. ვიმედოვნებ, საერთაშორისო საზოგადოება ტერორიზმს აქტიურად შეებრძოლება, მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად", - აღნიშნულია მინისტრის სამძიმრის წერილებში. შეგახსენებთ, რომ თურქეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად 28 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია 61-ზე მეტი ადამიანი. გავრცელებული ცნობით, ანკარის ცენტრში, გენერალურ შტაბთან ახლოს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. იმ დროს შენობასთან სამხედროებით სავსე ორი ავტობუსი იდგა და ორივეს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)