04:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 14:57:42, 597 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონებს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონებს, საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ, ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, როგორც პარლამენტის ვებგვერდზე შესაბამისი კანონპროექტების ბარათებშია აღნიშნული, კანონები დღეს, 7 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერით დაბრუნდა.

ამის საფუძველზე, საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გახანგრძლივდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობის 2024 წლის 9 ნოემბრამდე გახანგრძლივებას მხარი 23 ივლისს დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics