|
2016-02-18 15:10:05, 366 ნახვა
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კობა გვენეტაძეს მხარი დაუჭირა. გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე საკუთარი ხედვა გააცნო. გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა ამაღლდეს. „საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ მის ეკონომიკაზე გავლენას ახდენენ გარე ეკონომიკური პროცესები, რაც აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და ლარის გაცვლით კურსზე. იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის ეს პროცესები ნაკლებად მტკივნეული იყოს, უნდა გაღრმავდეს ლარიზაციის პროცესი, უნდა გაძლიერდეს საზოგადოების ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ, შენარჩუნდეს სტაბილური და დაბალი ინფალცია, მოხდეს ლარში გაცემული სესხების ხელშეწყობა, მოხდეს ფინანსური ბაზრების განვითარება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)