|
2016-02-18 14:57:15, 388 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: არსებობს მარტივი გზა, "რესპუბლიკელებმა" და "მრეწველებმა" დამოუკიდებლად იყარონ კენჭი
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელებსა“ და ფრაქცია „ქართული ოცნება-მრწეველებს“ შორის დაპირისპირება და შეუთავსებლობა, აზიანებს არამხოლოდ კოალიციას, არამედ ქვეყნის ინტერესებს. როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ყველამ დამოუკიდებლად უნდა იყაროს კენჭი. „იმისათვის, რომ არ ხდებოდეს ასეთი რადიკალურად ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალების თავმოყრა, ერთ კოალიციაში, მე არ შევდივარ კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმის განხილვაში ვინ უფრო სწორია. ამისთვის არსებობს ერთი მარტივი გზა. ყველამ დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, ვისაც ერთმანეთის გარეშე არ შეუძლია პოლიტიკური ცხოვრება, მერე დაწყვილდნენ ერთად და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ის მანდატები, რომელსაც მოსახლეობა მათ მისცემს. მაგრამ სამწუხაროდ ამ პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ მხოლოდ ერთი რაღაც ამ შემთხვევაში ზოგიერთს. პარლამენტში მოხვედრის გარანტია. აქედან გამომდინარე მერე უკვე თავს იჩენს ხოლმე, ასეთი შეუთავსებლობა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აზიანებს არამხოლოდ კოალიციას, არამედ ქვეყნის ინტერესს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)