|
2024-07-28 15:17:06, 389 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, რომელსაც კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ახორციელებს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, 2 400 მეტრის სიგრძის ქუჩაზე, პროექტის პირველ ეტაპზე, წყლისა და წყალარინების ქსელის შეცვლის სამუშაოები ხორციელდება, მეორე ეტაპზე კი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სანიაღვრე ქსელის მოწყობას და საგზაო სამუშაოებს დაიწყებს. თბილისის მერის თქმით, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება. "აღნიშნული ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ვისაც გაუვლია ამ ქუჩაზე, ყველა დამეთანხმება, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, ფაქტობრივად, გზა ჩავარდნილი იყო და ჭირდა გადაადგილება. სამუშაოები ორ ეტაპად არის გაყოფილი. პირველ ეტაპზე მუშაობს კომპანია "ჯორჯიამ უოთერ ენდ ფაუერი" და მთლიანად ცვლის მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ოქტომბრამდე ეს სამუშაოები დასრულებული იქნება, შემდეგ კი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დაიწყებს საგზაო სამუშაოებს. აპრილში პროექტი დასრულებული იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე. პროექტის ფარგლებში საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, მოეწყობა ახალი გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება რამდენიმე ფენა ასფალტის საფარი, ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყობა ტროტუარები, ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის, მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. სამუშაოები 12 ივლისს დაიწყო. რეაბილიტაციის პერიოდში ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, კახეთის გზატკეცილის მხრიდან მოძრავი ავტომობილები კი გიორგი აბაშვილის, რომანოზ ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩით და მათი დამაკავშირებელი გზის გავლით იმოძრავებენ. გადაადგილება ასევე, დასაშვები იქნება დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძის, რაჭის, მეგობრობის, მშვიდობისა და ევგენია მაისურაძის ქუჩებით. დროებით შეიცვალა მიკროავტობუსების მარშრუტებიც.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)