21:33 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 18:22:53, 487 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: გოგი თოფაძის განცხადება კოალიციის იმიჯისთვის დამაზიანებელია

„ბატონი გოგის განცხადება არა მარტო არაადექვატურია, არამედ დამაზიანებელია კოალიციის იმიჯისთვისაც“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც გოგი თოფაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

ვოლსკის თქმით, თოფაძის განცხადებები კოალიციისთვის დამაზიანებელია.

„ბატონი გოგის განცხადება კურსთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით, არა მარტო არაადექვატურია, არამედ დამაზიანებელია პირადად მისთვისაც და კოალიციის იმიჯისთვისაც. ვთხოვდი, რომ შეარჩიოს ის კომენტარები, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ესოდენ მნიშნელოვან პერიოდში. ვფიქრობ, რომ თემა რომელზეც საუბრობს, არჩევნბს ვგულისხმობ, ჩატარდა კოალიციურად და არჩევნებზე გაყალბება არ არის დადასტურებული არც ერთ დონეზე,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics