|
2024-07-22 10:45:09, 379 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ბორჯომის პლატო ტურისტულად დატვირთული ტერიტორიაა. აქციაში მონაწილეობა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან კახა ცერცვაძესთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. ღონისძიება მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. “ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, რასაც ემატება მაღალი ტემპერატურა. მნიშვნელოვანია საზოგადოების პასუხისმგებლობა, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილების მოწყობისას. ნებისმიერმა დაუდევრობამ შესაძლოა ტყის ხანძრები გამოიწვიოს. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას და არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში”, -აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)