|
2016-02-17 13:35:20, 387 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო. საგარეო უწყების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მევლუთ ჩავუშოღლუს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა თურქ კოლეგასთან. მხარეები განიხილავენ თურქეთ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის დასრულებისას მინისტრები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 19 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)