|
2024-07-18 11:00:13, 332 ნახვა
საზოგადოება
ლაკბეს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საქართველოს მელიორაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 3,6 მლნ ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს. “საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ქვეყნის მასშტაბით მასშტაბურ სამუშაოებს ვახორციელებთ. ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე პროექტი წყალსაცავის უსაფრთხო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს; ამავდროულად, პროექტის ფარგლებში, წყალსაცავის მოცულობა დაახლოებით 600 ათასი კუბით გაიზარდა, რაც, განსაკუთრებით გვალვიან პერიოდში, წყალსაცავზე მიბმული მიწის ფართობების წყლით უზრუნველყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოვიზიდეთ უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიციები, დაახლოებით 300 მილიონ დოლარზე მეტი, 4 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტისგან. აღნიშნული ინვესტიცია მოემსახურება ქვეყნაში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მომავალ წელს სამუშაოები იქნება მზარდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერისთვის, როგორც მათი პროდუქტიულობის, ასევე, მოსავლის ხარისხის ზრდის კუთხით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. გელა სამხარაულმა კახეთის რეგიონში სამელიორაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წელს, მიმდინარე ეტაპზე, დაახლოებით 37 მილიონი ლარის 14 პროექტი ხორციელდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ბოლო პერიოდში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების გათვალისწინებით, წყლით უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი პროდუქტის მოყვანა. ლაკბეს წყალსაცავზე ჩატარებული სამუშაოები მის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რაც ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალურ არხში წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს; შედეგად, 2 755 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი, რაც მოსავლიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)