|
2016-02-17 13:04:57, 360 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური ქადაგიძეზე: მე მომიხსენია ლოცვებში?
„თუ რომელიმე სამინისტრო გაუქმდება და მისი ფუნქცია საშტატო ერთეულებით გადავა რომელმე სხვა უწყების დაქვემდებარებაში დეპარტამენტის ან სხვა რაიმე სტრუქტურის სახით, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქადაგიძე რამდენიმე სამინისტროს გაუქმების ინიციატივით გამოდის. „ნიუსების სათაურებს მივადევნე თვალ-ყური, დეტალურად არ გავცნობივარ. ქადაგიძემ მე მომიხსენია ლოცვებში? თუ რომელიმე სამინისტრო გაუქმდება და მისი ფუნქცია საშტატო ერთეულებით გადავა რომელმე სხვა უწყების დაქვემდებარებაში დეპარტამენტის ან სხვა რაიმე სტრუქტურის სახით, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება. ევროინტეგრაციის სამინისტრო არ უნდა გაუქმდეს, მაშინ როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს აღებული და ასე ვთქვათ, ამას სჭირდება თავისი პატრონი. ეს იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა სახელმწიფო მინისტრის სახით თუ საგარეო საქმეთა სამინისტროში რომელიმე დეპარტამენტის სახით ამაზე მსჯელობა შეიძლება. ამის საჭიროება არსებობს და ამას დათვლა უნდა, ამ მოვალეობის შესრულებისთვის რამდენი ადამიანის ყოლაა საჭირო“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)