|
2024-07-12 11:39:09, 958 ნახვა
რეგიონი
მერია - ახალმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ბათუმი-შუახევის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა
ახალმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ბათუმი-შუახევის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება. "ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი და შშმ პირებისათვის ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბათუმი-შუახევის მიმართულებით ყოველდღე იმოძრავებს შემდეგი განრიგით: ბათუმი-შუახევი 07:30 სთ; შუახევი-ბათუმი 18:00 სთ.
მგზავრობის ტარიფი სტანდარტული 4 ლარი იქნება, ხოლო შშმ პირები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მეუღლე და შვილები, სტუდენტები და 6 წლამდე ბავშვები უფასოდ იმგზავრებენ. ავტობუსი გასვლის ადგილი: შუახევი-ზამლეთის (ელვაური) მიმდებარე ტერიტორია;
ახალი, EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)