|
2024-07-10 17:26:29, 602 ნახვა
საზოგადოება
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის 3 კანდიდატი შეარჩია
საპროკურორო საბჭომ, “საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საპროკურორო საბჭო ავრცელებს. საბჭოს ცნობით, "პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის 3 კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. “საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია: ვიქტორ ახალბედაშვილი - 9 ხმა, დავით ბარბაქაძე - 1 ხმა, ლალი ბუნტური - 0 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე - 10 ხმა, გიორგი გაბიტაშვილი - 11 ხმა, ალექსანდრე კობაიძე - 0 ხმა, ანდრონიკ სარიბეკოვი - 1 ხმა. გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა“, - ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)