|
2016-02-16 18:28:19, 635 ნახვა
საზოგადოება
მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
სამგორის რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა ვარკეთილი 3-ში, მე-4 კვარტალის, მე-2 რიგის, მე-5 კორპუსის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ხელოვნური მწვანე საფარი გამოიცვლება, მოედნის კარები და საკალათბურთო ფარები განახლდება, არსებული ლითონის კონსტრუქცია ახალი თანამედროვე კონსტრუქციით შეიცვლება. „ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. სწორედ ამიტომ, სამგორის რაიონის გამგეობა მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს სათამაშო მოედნების განახლებასა და ახალი სტადიონების მოწყობას", - განაცხადა მამუკა ჩოქურმა. სამუშაოებს შპს „ინტერტექნოლოგი“ ასრულებს და პროექტის ღირებულება 13105.72 ლარს შეადგენს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)