06:10 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-03 20:47:02, 589 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - აშშ-სა და ჩინეთს უკრაინაში ომის დასრულება შეუძლიათ, თუ გვერდზე გადადებენ უთანხმოებებს და ერთად იმოქმედებენ

აშშ-სა და ჩინეთს შეუძლიათ, დაასრულონ ომი უკრაინაში, თუ გვერდზე გადადებენ უთანხმოებებს და ერთად იმოქმედებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ამასთან ერთად, ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, მოუწოდა , რომ თუ მან იცის როგორ დაასრულოს ომი, უნდა გაასაჯაროვოს ეს იდეა.

„თუ ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას ამის შესახებ. თუ არსებობს უკრაინის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რისკები, თუ ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას, გვინდა, ვიყოთ მზად ამისთვის, გვინდა, ვიცოდეთ, ნოემბერში გვექნება ძლიერი მხარდაჭერა აშშ-ისგან თუ სულ მარტო ვიქნებით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics