11:12 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-02 17:37:44, 716 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის Ads მენეჯერზე შეხვედრას გამართავს

"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი  მათთვის საუკეთესო პრაქტიკებისა და შესაძლებლობების გაზიარებას განაგრძობს. ამ მიზნით, 4 ივლისს, 19:30 საათზე ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში ბანკის ორგანიზებით სასტუმრო სექტორისა და დასვენების სფეროს წარმომადგენლებისთვის ვორკშოპი გაიმართება.

ღონისძიება 2 ნაწილად დაიყოფა. პირველ ნაწილში საინვესტიციო ბანკის- გალტ & თაგარტის სექტორული კვლევების სამსახურის უფროსი, კახა სამყურაშვილი დასვენების სფეროში მიმდინარე ტრენდებს, სიახლეებსა და კვლევის მიგნებებს მიმოიხილავს.

მეორე ნაწილში კი "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი ისაუბრებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ბიზნესებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება. ინსტრუმენტები, რომლებსაც გიორგი კინწურაშვილი მიმოიხილავს, ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ზაფხულის პერიოდში მეტ მომხმარებელს გააცნოს საკუთარი პროდუქცია, გაზარდოს გაყიდვები და შექმნას უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება.

რაც მთავარია, დაინტერესებული ბიზნესები ღონისძიების განმავლობაში მიიღებენ დეტალურად ინსტრუქციას, თუ როგორ შექმნან შეთავაზება "საქართველოს ბანკის" Ads მენეჯერით, რომელიც ბიზნესს "საქართველოს ბანკის" 1 400 000-ზე მეტ მომხმარებელთან აკავშირებს, მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ს საშუალებით.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მომხმარებლები უნდა ესტუმრონ ამ ბმულს.

თუ ჯერ არ ხართ "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics