|
2024-07-01 18:53:47, 705 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2 და 3 ივლისს თბილისში, სასტუმრო რუმსში ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა მიღების, შერჩევისა და რეგისტრაციის ოთხ თვიანი პროცესი დასრულდა. კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი 130-მა ქართველმა და უცხოელმა საერთაშორისო დონის მკვლევარმა გამოთქვა. კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტმა, რომელიც ქართველი და უცხოელი ეკონომისტებისგან არის დაკომპლექტებული, მიღებული განაცხადებიდან 63 საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი შეარჩია, რომლებიც მათ მიგნებებს უკვე ფართო აუდიტორიას, 2-3 ივლისს, თბილისში, კონფერენციაზე წარუდგენენ. ამ მეცნიერთა ნაშრომები და მიგნებები მოიცავს ისეთ აქტუალურ ეკონომიკურ თემებს როგორიც არის მაკროეკონომიკური რეგულაციები, მონეტარული პოლიტიკა, კარბონის გადასახადები და მათი გავლენები, გენდერული გამოწვევები, დასაქმება, საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევები და სხვა. კონფერენციის პროგრამის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს. კონფერენციის საპატიო მომხსენებლები არიან ჯოზეფ ალტონჯი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს (NBER) მკვლევარი და ლუიჯი გუიზო, ეინაუდის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტის (EIFE) პროფესორი და ეკონომიკური კვლევის ცენტრის მკვლევარი (CEPR). კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია policy პანელი, რომელზეც სპიკერები საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ. პანელს მხარს უჭერს და თანაორგანიზატორია International School of Economics – Policy Institute (ISET-PI). დისკუსიის მთავარი ფოკუსი იქნება საქართველოს ეკონომიკური რეფორმები და მათი გავლენა არსებულ ბიზნეს გარემოზე. პანელის სპიკერებს შორის არიან: ჯორჯ ველტონი, ამერიკული სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი; მიგელ მარტინი, მსოფლიო ბანკის თანასწორი ზრდის, ფინანსების და ინსტიტუციების პროგრამის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში; დავით კეშელავა, ISET PI-ს მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; შალვა მხატრიშვილი, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი და ევა ბოჭორიშვილი, გალტ & თაგარტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)