02:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-29 14:41:17, 303 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის შემფასებელთა მისია პოზიტიურად აფასებს საქართველოს აგრარულ სექტორში მიღწეულ პროგრესს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის შემფასებელთა მისიასთან შეხვედრა გამართა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეოთხე ფაზის 2023 წლისთვის აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი განახორციელეს, რომელიც სურსათის უვნებლობის და სოფლის განვითარების კომპონენტებს მოიცავს.

შემფასებელთა მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების დინამიკა და პოზიტიურ ჭრილში მიმოიხილა საქართველოს აგრარულ სექტორში მიღწეული პროგრესი და შედეგები. ევროკავშირის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების კუთხით ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციებიც გაუზიარეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის შემფასებელთა მისიას პოზიტიური შეფასებისთვის და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების კუთხით.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის შემფასებელთა მისიამ შეხვედრები სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს და საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებთან გამართა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD)  საქართველოში 2013 წლიდან მიმდინარეობს. ENPARD ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის დონის შემცირება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, ასევე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაზრდა და მისი ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობაა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics