|
2016-02-16 14:57:23, 789 ნახვა
ეკონომიკა
„m²“-ის აქცია 10/90 - გადახდის სრულიად ახალი პირობები დანაზოგისა და სესხის გარეშე მათთვის, ვისაც სურს ძველი ბინა ახლით შეცვალოს
თბილისი, 16 თებერვალი, 2016 – დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე განაცხადა გადახდის სრულიად ახალი პირობის - 10/90-ის შეთავაზების შესახებ მათთვის, ვისაც სურს ძველი ბინა შეცვალოს ახლით. ასეთ მომხმარებელს „m²“-ი ბინის შეძენისას მათზე მორგებულ გადახდის პირობებს სთავაზობს. 1 მარტიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ბინა საცხოვრებელ კომპლექსებში „ოპტიმა ისანი“ და „m² იპოდრომთან 2“ დანაზოგისა და სესხის გარეშე. აქცია 10/90-ის ფარგლებში, ბინის შეძენის მსურველს შესაძლებლობა აქვს დღეს შეარჩიოს სასურველი ბინა საცხოვრებელ კომპლექსებში და მშენებლობის განმავლობაში ყოველთვიურად თანაბარი შენატანებით დაფაროს ბინის ღირებულების მხოლოდ 10%-ი. დარჩენილი 90%-ი კი გადაიხადოს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ. ხსენებული სამი თვე მობინადრეს შეუძლია გამოიყენოს ძველი ბინის გაყიდვისთვის. მაგალითისთვის, მას, ვისაც სურს მშენებარე საცხოვრებელ კოპლექსში „m² იპოდრომთან 2“ შეიძინოს 49,903 აშშ დოლარის ღირებულების ბინა, მარტიდან, 30 თვის განმავლობაში, ყოველ თვე გადაიხდის მხოლოდ 167 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ თანხას დაფარავს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებიდან, სამი თვის შემდეგ. ამ სამი თვის განმავლობაში კი შესაძლებლობა ექნება გაყიდოს ძველი ბინა. აქცია 10/90-ის ფარგლებში, გადახდის სრულიად ახალი პირობებით, დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონება”, ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას ყველასათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. დამატებითი ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.m2.ge
(R)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)