|
2016-02-16 14:38:13, 457 ნახვა
პოლიტიკა
World Economic Forum-ის გვერდზე გამოქვეყნებულ რუკაზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია
რუკა, სადაც ე.წ. აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია, მნიშვნელოვანი ორგანიზაციის - "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" (World Economic Forum) საიტზე ვნახე. აღსანიშნავია, რომ სხვა ვებ გვერდებზეც მაქვს ნანახი, - ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, გიგი წერეთელი საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს. როგორც გიგი წერეთელი წერს, ეს რუკა 2015 წლის მსოფლიო მოსახლეობის კარტოგრამაა. "მართლაც კარგი, ინფორმატიული რუკაა, სერიოზული კომპანიის შექმნილი, მაგრამ ცუდი ისაა, რომ აქ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია. კიდევ უფრო ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს, მე არ გამიგია. ძალიან ცუდი თუ არ იცის და კიდევ უფრო ცუდი თუ იცის და არაფერს აკეთებს", - ეწერა საპარლამენტო უმცირესობის გიგი წერეთელის Facebook გვერდზე. მისივე თქმით, საკითხი რეაგირებას მოითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)