02:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-28 14:23:25, 303 ნახვა

საზოგადოება
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე წითელი ნუსხის განახლების პროცესი განიხილეს

საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. საბჭომ საქართველოს წითელი ნუსხის განახლების პროცესის საკითხები განიხილა.

შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი  განიხილეს, რომელიც სრულად შეესაბამება  საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, ინდივიდების აღდგენის პროცესი დაიწყება.       

საკოორდინაციო საბჭოს სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ხელმძღვანელობდა.

„ეროვნული წითელი ნუსხის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის. მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად, განისაზღვრება კვლევებზე დაფუძნებული ნუსხა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში დაიწყო ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის განხილვა. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ქვეყანაში სახეობებს უკვე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განესაზღვრებათ საკონსერვაციო სტატუსი“, - განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კონსერვაციისა და მონიტორინგის პრიორიტეტულობის საკითხი და ხაზი გაესვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და შვედეთის მთავრობის (SIDA) აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics