|
2024-06-27 09:53:11, 477 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო - საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას - ვზეიმობთ ყველა გულშემატკივართან ერთად!
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება. საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. "საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 26 ივნისს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ისტორიულ მატჩში პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლის ავტორი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძე გახდა. მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს გაიმართება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)