|
2024-06-19 10:51:24, 324 ნახვა
საზოგადოება
პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის თემაზე „მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“ სასწავლო პროგრამა დაიწყო
სირაკუზას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის, თემაზე „მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები" საპილოტე სასწავლო პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, სასწავლო კურსის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა, სირაკუზას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჟან-ფრანსუა ტონიმ, სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, ფილიპო მუსკამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ნინო გვენეტაძემ მიიღეს. „ტრენინგში პროკურორებსა და პროკურატურის გამომძიებლებთან ერთად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობენ. სასწავლო კურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, თეორიული საფეხურის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ომის დანაშაულის, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, გენოციდისა და აგრესიის განმარტებები და ფარგლები; ისტორიული კონტექსტი და საერთაშორისო სისხლის სამართლის ევოლუცია; ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიების საფუძვლები და გამოწვევები; მსხვერპლთა უფლებების დაცვა; საერთაშორისო თანამშრომლობის ჩარჩო და მასთან დაკავშირებული საკითხები. ტრენინგის მეორე ეტაპი აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე მტკიცებულებათა შეგროვებასა და ანალიზს შეეხება. სესიებს ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან საერთაშორისო სამართლის აღიარებული ექსპერტები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საერთაშორისო სისხლის სამართლის საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)