06:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-18 14:33:06, 346 ნახვა

საზოგადოება
გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოს 2024 წლის ფინალისტები ცნობილია!

"თიბისი" წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ჯილდოს  მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

ფინალისტები 5 კატეგორიაში გამოვლინდნენ

ტექ ლიდერი- მარია ბელმასოვა, ნათია სირბილაძე, ნათია ხუხუნაიშვილი,

აღმოჩენა ახალ თაობაში- ანასტასია კვინიკაძე, თამარ ფეიქრიშვილი, მარიამ გაგუა,

გამორჩეული მეცნიერი- თინა კახნიაშვილი , ლელა ოქრომელიძე, მარიამი გაჩეჩილაძე,

ინოვაციური ტექ პროდუქტი- Elven Technologies, Helio.AI, Quickshipper

ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის- ლივინგსტონი, Noxtton, VELI.store

დაჯილდოების ცერემონია ივლისში გაიმართება  და ტექნოლოგიურ სფეროში 5 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული მიიღებს 10 ათასი ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში, რაც ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისებას შეუწყობს ხელს.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics