|
2024-06-17 15:11:25, 664 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ჩირუხის მთაში იმყოფებოდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძესთან და შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, ჩირუხის მთაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შუახევის მერიის ცნობით, საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მთაში არსებულ საჭიროებებს გაეცნენ, ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებსა და ჩირუხის ტურისტული განვითარების კონცეფციაზე.
"მთაში, მოსახლეობას ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება. სეზონის გახსნამდე გაიწმინდა მისასვლელი გზები. ამბულატორიის ექიმები, თსპ-ს ექთნებთან ერთად მოიალაღეებს პრევენციის მიზნით სამედიცინო დახმარებას ადგილზე გაუწევენ. სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია პირველადი მოხმარების მედიკამენტებით. უახლოეს პერიოდში, ამოქმედდება იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები ასევე ტურისტები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)