07:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-15 17:06:03, 792 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - ზელენსკის დროს ახალი „მინსკი“ ან „ბუდაპეშტი“ არ იქნება

ზელენსკის დროს ახალი „მინსკი“ ან „ბუდაპეშტი“ არ იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა სამშვიდობო სამიტის ფარგლებში განაცხადა. 

ერმაკის თქმით, უკრაინა თავის პოზიციას მშვიდობის ხედვასთან დაკავშირებით, არ ცვლის.

"უკრაინა არ ცვლის თავის პოზიციას მშვიდობის ხედვასთან დაკავშირებით, ის უცვლელი დარჩა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ", - აცხადებს ერმაკი. 

როგორც ერმაკმა აღნიშნა, უკრაინა უკრაინა სამშვიდობო სამიტზე აბსოლუტურად მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს და მოელის, რომ მონაწილეები შეთანხმდებიან ერთობლივ გეგმაზე, რომელიც მომავალში რუსეთს გადაეცემა განსახილველად.

"რა არის ჩვენი ძალა? ჩვენ ძალიან პრინციპულები ვართ და არ ვცვლით ჩვენს პოზიციას. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დროს, არ იქნება შეთანხმებები ისეთი სახით, როგორიც იყო მინსკის, ან ბუდაპეშტის, რომელმაც არ მოგვცა გარანტიები", - განაცხადა ერმაკმა. 

შეგახსენებთ, უკრაინის მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics