|
2024-06-13 15:13:29, 416 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი აცხადებს, რომ სანამ პრეზიდენტი ლუკაშენკოა, ბელარუსში აღარ ჩავა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ აპირებს ბელარუსში ჩასვლას იქამდე, სანამ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოა. აღნიშნულ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. ფაშინიანი მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად ლუკაშენკოს მიერ, ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის მხარდაჭერას ასახელებს. "ОДКБ-ს ("კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია") ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ მონაწილეობდა 44-დღიანი ომის მომზადებაში (ყარაბაღში), ამხნევებდა, სჯეროდა და სურდა აზერბაიჯანის გამარჯვება. და ამის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტთან ОДКБ-ს ფორმატში უნდა განვიხილო რაღაც საკითხები?“ - განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და პირობა დადო, რომ ამიერიდან ბელარუსს "არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი აღარ ეწვევა". ფაშინიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, თუ ალექსანდრე ლუკაშენკო "ბოდიშს მოიხდის და ბელარუსი "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას" დატოვებს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)