08:59 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 10:50:57, 313 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ - თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა

AECS Europe-ს  გადაწყვეტილებით, თბილისი ევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად დასახელდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი განმარტებით,  ბოლო წლებში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, დედაქალაქში  სპორტის მიმართულებით  ბევრი პროექტი განხორციელდა.  

„მინდა, სასიხარულო და დასამახსოვრებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თბილისის აქვს ახალი სტატუსი - „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“. პირველად შევიტანეთ განაცხადი ამ სტატუსის მოსაპოვებლად და ცხადია, გვქონდა ამბიცია, რომ ვიმსახურებდით მას, მაგრამ ჩვენთვის მაინც მოულოდნელი იყო AECS Europe-ს  გადაწყვეტილება - კანდიდატის პრეზენტაციის შემდეგ, დაესახელებინა თბილისი ევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული სტატუსი მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ სპორტის მიმართულებით გატარებული სწორი პოლიტიკის დასტურია.

„ბოლო წლებში, სპორტის მიმართულებით, დედაქალაქში ბევრი რამ გაკეთდა. მადლობას გადავუხდი ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისთვის. თბილისში ევროპული სტანდარტის ბევრი საფეხბურთო სკოლა მოეწყო, რეკრეაციულ სივრცეებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სპორტული სივრცეების მოწესრიგებას, სატრენაჟორო ზონების მოწყობას, რათა ვარჯიშის შესაძლებლობა ყველა თაობის წარმომადგენელს ჰქონდეს. პროექტის ფარგლებში, ჩვენი დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 2025 წელს განსახორციელებელი პროგრამები გაიწერება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics