|
2016-02-15 15:09:33, 699 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო ტურისტული კომპანია TEZ TOUR საქართველოში შემოყვანითი ტურების განხორციელებას გეგმავს
საქართველოში შემოყვანითი ტურისტული მიმართულებების განვითარებით ცნობილი საერთაშორისო ტურისტული კომპანია „TEZ TOUR“ დაინტერესდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა და „ტეზ ტურის“ მმართველმა დირექტორმა დიმიტრი ჩარიტიდისმა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა მინისტრთან. ჩვენი კომპანია დიდი ხანია საქართველოს მიმართულებით არის დაინტერესებული და მადლობელი ვარ მოწვევისთვის. “ტეზ ტურის,” როგორც საერთაშორისო ოპერატორის საქმიანობა მოიცავს ტურიზმის სფეროში ურთიერთობებს არამხოლოდ რუსეთთან, არამედ უკრაინასთან, ბელორუსიასთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, ბალტიის ქვეყნებთან და ასე შემდეგ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საქმიანობა საქართველოშიც წარმატებული იქნება“, - განაცხადა „ტეზ ტურის“ მმართველმა დირექტორმა დიმიტრი ჩარიტიდისმა. საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ „ტეზ ტური“ საქართველოში შემოყვანითი ტურიზმის სფეროში საქმიანობით არის დაინტერესებული. „ჩვენ გვქონდა დღეს ძალია კარგი შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოს შესაძლებლობებზე, ასევე იმ ტურისტული ნაკადების შესახებ, რომელიც შესაძლოა მოზიდული იყოს როგორც რუსეთიდან, ასევე მსოფლიოს იმ ქვეყნებიდან, სადაც “ტეზ ტურის”-ის ოფისები მდებარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ “ტეზ ტურმა” დაიწყოს შემომყვანი ტურიზმით საქმიანობა საქართველოში. კომპანიამ დააფიქსირა, რომ მათ სჭირდებათ ძლიერი, ქართველი პარტნიორი იმისათვის, რომ ერთობლივად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ტეზ ტური“ ცნობილი საერთაშორისო ტუროპერატორი კომპანიაა, რომელიც ორგანიზებას უწევს ტურებს რუსეთიდან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. კომპანია ახორციელებს ტურისტულ ტურებს ავსტრიის, ბულგარეთის, ვენგრიის, საბერძნეთის, ეგვიპტის, ესპანეთის, ჩინეთის, კუბის, მექსიკის და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მიმართულებით.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)